კოსოვოში, არჩევნებში ყოფილი საველე მეთაური ლიდერობს

კოსოვოში, საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია ლიდერობს, რომელსაც კოსოვოს ალბანელების ყოფილი საველე მეთაური – რამუშ ხარადინაი უდგას სათავეში. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ხარადინაი კოსოვოს პრემიერ-მინისტრი 2004-2005 წლებში იყო. სერბეთი ხარადინაის სამხედრო დანაშაულს აბრალებს.
კოსოველი ალბანელი ხარადინაი კოსოვოს გათავისუფლების არმიას 1998-199 წლებში მეთაურობდა. მას კოსოველი სერბების მკვლელობებს ადანაშაულებდნენ, მაგრამ ჰააგის ტრიბუნალმა ორჯერ გაამართლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები