სტამბოლში “ისლამურ სახელმწიფოსთან” კავშირში ეჭვმიტანილი 18 პირი დააკავეს

თურქმა სამართალდამცველებმა სტამბოლში ტერორისტულ ორგანიზაცია “ისლამურ სახელმწიფოსთან” კავშირში ეჭვმიტანილი 18 პირი დააკავეს.
თურქული მედიის ინფორმაციით, ანტიტერორისტული ოპერაცია სტამბოლის 11 უბანში, 19 სხვადასხვა მისამართზე განხორციელდა, რომლის დროსაც პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალები ამოიღო.
ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქილისის პროვინციაში მესაზღვრეებმა 5 პირი დააკავეს, რომლებიც სირიიდან ქვეყნის საზღვრების გადაკვეთას ცდილობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები