რუსეთის სახელმწიფო დუმამ ძალოვანი უწყებების დაფინანსების გაზრდას მხარი დაუჭირა

რუსეთის სახელმწიფო დუმამ სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებებს მხარი დაუჭირა, რომლის მიხედვითაც ძალოვანი უწყებების დაფინანსება გაიზრდება. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
მთავრობა ვარაუდობს, რომ დაგეგმილი 13,5 ტრილიონი რუბლის ნაცვლად, ბიუჯეტში 14,6 ტრილიონი რუბლი შევა, რაც ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის გაზრდის საშუალებას იძლევა. თუმცა სოციალური სფეროს დაფინანსების გაზრდა არ იგეგმება.
მთავრობისგან განსხვავებით, ზოგიერთ დეპუტატს, ეკონომისტებს და საზედამხედველო პალატას ეჭვი ეპარებათ, რომ ეკონომიკური ზრდა დაგეგმილზე მეტი იქნება და ბიუჯეტის შემოსავალი გაიზრდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები