ლაშა თორდიამ კლინიკა დატოვა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა, ლაშა თორდიამ ალადაშვილის კლინიკა დატოვა.
როგორც ჟურნალისტებს თორდიამ განუცხადა, მისი ვარაუდით, მოწმეებზე ზეწოლა ხორციელდება.
“ვფიქრობ, რომ მოწმეებზე ზეწოლა განხორციელდება და იმ ადამიანების დამუშავება მოხდება, რომლებიც მომხდარ ფაქტს დაესწრნენ. რაც შეეხება გამომძიებლების შეკითხვებს, მე მათ სახლში მივიღებ და გავცემ ყველა კითხვაზე პასუხს”, – განაცხადა ლაშა თორდიამ.
შეგახსენებთ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს 12 მაისს თავს დაესხნენ. შემთხვევა თბილისში, შარდენის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები