კონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვის დროს დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვის დროს, დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მიზეზი საარჩევნო სისტემაა. ოპოზიციამ და დარბაზში მყოფი “დემოკრატიული მოძრაობის” წევრები გადაუნაწილებელი მანდატების გამარჯვებული პარტიისთვის მიკუთვნებას აპროტესტებენ. დებატების თემა გახდა ასევე, პრეზიდენტის არჩევის წესი და ქუთაისისთვის საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსის ჩამორთმევა.
„როგორ მიიღებდით თქვენ ასეთ კონსტიტუციურ ჩანაწერს, რომ უნდა გაუქმდეს პოლიტიკური ბლოკები და პარტიებისთვის გაძლიერების საშუალება წინასაარჩევნოდ მოისპოს, თან არ უნდა ჩამოიწიოს ბარიერი? ეს რომ გაეკეთებინა აქ მსხდომ “ნაციონალურ მოძრაობას” 2012 წლის არჩევნების წინ?“- მიმართა გიორგი ახვლედიანმა ირაკლი კობახიძეს.
​შეკრებილებს მიმართა “დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს” მთავარი საბჭოს წევრმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ.
„სახელმწიფო მართვის პოლიტიკური მოდელი არც ხელისუფლებას, არც საკონსტიტუციო კომისიას არავისთან შეუთანხმებია, როგორი ქვეყანა უნდა – საპრეზიდენტო, ნახევრად საპრეზიდენტო თუ საპარლამენტო რესპუბლიკა. ავტოკრატად წოდებულმა ერდოღანმაც კი, საკონსტიტუციო რეფორმა რეფერენდუმით დაიწყო,“- განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.
ოპოზიციას პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა და განაცხადა, რომ მიზანშეწონილია, რომ შეკრებას თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„ამოცანა არის, რომ ყველამ ერთად ყველა საკითხზე, რომელიც კონსტიტუციას ეხება, ვისაუბროთ, მათ შორის, ერთ-ერთი პრინციპული საკითხია ტერიტორიული მოწყობა და ადგილობრივი თვითმმართველობა. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილია, რომ თვითმმართველობის წარმომადგენლები ამ შეკრებას ესწრებოდნენ,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები