არჩილ თალაკვაძე: კონსტიტუცია, რომელიც ყველა წინა ხელისუფლებას უნდოდა თავისთვის, უბრუნდება ხალხს – ეს იქნება ხალხის კონსტიტუცია

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის აზრით, პოლიტიკური ოპოზიციის სურვილია, პარლამენტი იყოს დაქსაქსული, ხოლო ქვეყანა დასუსტებული, მმართველობითი თვალსაზრისით. ასე შეაფასა თალაკვაძემ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო განხილვისას, ის კრიტიკული პოზიცია, რომელიც პოლიტიკურ ჯგუფებს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გააჩნია.
”ჩვენს ოპონენტებს სურთ, მხარი დავუჭიროთ არჩევნების ისეთ სისტემას, რომლის მიხედვითაც, პარლამენტში შევლენ ისეთი ჯგუფები, რომლებიც ქვეყანაში გადაწყვეტილების მიღებას ვერ მოახერხებენ. მათ უნდათ, შექმნან კრიზისი, მათ უნდათ ეს დაიწყონ პარლამენტიდან და სწორედ ამიტომ აწვებიან მთელი ძალით მოდელს, რომლის მიხედვითაც, ვერც ერთი ძალა ხელისუფლების განხორციელებაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს. მათ სურთ, პარლამენტი იყოს დაქსაქსული, მათ სურთ, საქართველო იყოს დასუსტებული, მმართველობითი თვალსაზრისით და ამ კრიზისებში დაიჭირონ თევზები, რომელსაც წარსულში იჭერდნენ, მაგრამ ეს თევზები ეკუთვნის ხალხს და ამ თევზების დამჭერები პასუხს უნდა აგებდნენ”, – განაცხადა თალაკვაძემ.
მან აქვე, ”ევროპული საქართველოს” წევრებსაც მიმართა და აღნიშნა, რომ ”მუსოლინი არის ის, ვისთანაც ასოცირდება ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა, ღირსების ფეხქვეშ გათელვა, სიკვდილი, უსამართლობა და ყველაფერზე მონოპოლია”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები