მთავრობის ადმინისტრაციაში გიორგი კვირიკაშვილისა და იოჰანეს ჰანის შეხვედრა მიმდინარეობს

მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილისა და ევროკომისარ იოჰანეს ჰანის შეხვედრა მიმდინარეობს.
გაფართოებული შეხვედრის შემდეგ, რომელშიც საქართველოს მთავრობის წევრები მონაწილეობენ, ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროგრამის საფინანსო შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია გაიმართება. დოკუმენტს ევროკომისარი იოჰანეს ჰანი და საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძე მოაწერენ ხელს.
ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ, მედიისთვის საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ევროკომისარ იოჰანეს ჰანის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.
ადმინისტრაციაში მისვლამდე, იოჰანეს ჰანი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მიხეილ ჯანელიძეს შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები