“საავიაციო ხომალდების სარემონტო ცენტრი იქნება რეგიონული დანიშნულების ობიექტი, სადაც თანამედროვე ხომალდები გარემონტდება”

საქართველოში თანმედროვე სტანდარტების შესაბამისი საერთაშორისო საავიაციო ხომალდების სარემონტო ცენტრი გაიხსნა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადა, საავიაციო ხომალდების სარემონტო ცენტრი იქნება რეგიონული დანიშნულების ობიექტი, სადაც მოხდება თანამედროვე ხომალდების გარემონტება,

პრემიერის განცხადებით, საერთაშორისო საავიაციო ხომალდების სარემონტო ცენტრთან ერთად პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებელი გაიხსნა, სადაც თანამედროვე სერტიფიცირებულ სპეციალისტებს მოამზადებენ, რომლებიც იმუშავებენ ხომალდების კაპიტალურ რემონტზე.

,,ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის საკვანძო ჰაბური ფუნქციის განვითარებისთვის. ეს იქნება ძალიან ბევრი დამატებითი სამუშაო ადგილი და აბსოლუტურ შესაბამისობაშია ჩვენი რეფორმების გეგმასთან, როგორც განათლების მიმართულებასთან, ასევე სივრცით განვითარებასთან. საავიაციო კვანძის ფუნქციის განვითარება საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ჩვენ გვაქვს ძალიან მზარდი მაჩვენებლები, განსაკუთრებით ბოლო თვეებში თითქმის ყოველთვიურად 20-30 %-ით იზრდება ტურისტების მაჩვენებელი. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საავიაციო მომსახურება, დატვირთვა ჩვენი საჰაერო კორიდორის ძალიან მნიშვნელოვნადაა გაზრდილი და ამ ყველაფრისთვის ჩვენ რომ ასეთი ცენტრები არ შევქმნათ, ეს იქნება გაშვებული შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნებისთვის და ამ დროს ეს კერძო ინიციატივა ძალიან მისასალმებელია”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები