„პირადად ჩემზე იმდენი ფსიქოანალიზია ჩატარებული, რომ ალბათ ფროიდი ტირის“

პირადად ჩემზე იმდენი ფსიქოანალიზია ჩატარებული, რომ ალბათ ფროიდი ტირის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე აღნიშნა.

პრეზიდენტს საქართველოს მთავრობაზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის შესაძლო გავლენის შესახებ დაუსვეს კითხვა.

საპასუხოდ კი პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მსგავს საკითხზე არ ისაუბრებს.

“რამდენადაც შემიძლია, ვცდილობ მოვწყდე ჭორსა და პირად საუბრებს. ძირითადად პოლიტიკაში საუბარია ჭორზე ან მის შინაგან მდგომარეობაზე. პირადად ჩემზე იმდენი ფსიქოანალიზია ჩატარებული, რომ ალბათ ფროიდი ტირის. სულ ვფიქრობ, საიდან იფიქრეს ან იციან ეს. ვცდილობ, ეს არ ვაკეთო.ჩემი და ბიძინა ივანიშვილის ურთიერთობა დამთავრდა მაშინ, როდესაც დამთავრდა. არ ვსაუბრობ ისეთ თემებზე, იმ ადამიანებზე, რომლებსაც ამაზე საჯაროდ არ უსაუბრიათ. ათასი ჭორი მსმენია, რომ ივანიშვილმა ვინმეზე მოახდინა გავლენა, მაგრამ ეს ხომ ჭორია. მე ხომ არ ვიცი, სიმართლეა თუ არა ბიძინას სავარაუდო გავლენა”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები