“სკოლებში ჯანსაღ კვებასთან დაკავშირებული ახალი რეგულაცია ეტაპობრივად განხორციელდება”

განათლების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, სკოლებში ჯანსაღ კვებასთან დაკავშირებული ახალი რეგულაცია ეტაპობრივად განხორციელდება.

“პირველ ეტაპზე მოხდება ყველაზე არაჯანსაღი პროდუქტების, მაღალშაქრიანი გაზიანი სასმელების, შოკოლადების, “სუხარიკების” აკრძალვა. პირველ ეტაპზე შევეცდებით, რომ ესენი გაქრეს სკოლის ბუფეტებიდან, შემდეგ ეტაპზე ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ ხილისკენ, ბოსტნეულისკენ და მართლა ჯანსაღი რაციონისკენ გადავინაცვლოთ. ეს პროცესი იქნება ეტაპობრივი და მოგეხსენებათ, რომ ამის ოპერირებით კერძო კომპანიები არიან დაკავებულნი. ჩვენ არ გვინდა, რომ მათ რაღაც უეცარი სიურპრიზები შევუქმნათ, შესაბამისად შევეცდებით, ეს ცვლილებები ისეთ ტემპში განვახორციელოთ, რომ მოასწროს ამ ხალხმა რეალურად ბუფეტებში ჯანსაღი საკვების შემოტანა, თან ძალიან მნიშვნელოვანია, ფასზე არ აისახოს, არ გაძვირდეს სკოლის ბუფეტები. მგონია, რომ ჩვენ ამას შევძლებთ”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები