ნიუ-იორკში „ვეფხისტყაოსანი“ – მსოფლიო ლიტერატურის შედევრი“ გამოიცა

ახლახან  აშშ-ს ქალაქ ნიუ-იორკში ,Nova Publissher-მა გამოსცა კრებული: ,,ვეფხისტყაოსანი“ მსოფლიო ლიტერატურის შედევრი“ . წიგნის იდეის ავტორი, პროექტის ხელმძღვანელი, შემდგენელი, ქართული ტექსტის რედაქტორი და შესავალი წერილის ავტორია რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარე დავით შემოქმედელი. ამ ინფორმაციას იგი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

„უზომოდ ბედნიერი ვარ. ახლახან ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველზე მნიშვნელოვანი წიგნი, სახელწოდებით – ,,ვეფხისტყაოსანი“ მსოფლიო ლიტერატურის შედევრი“ გამოვიდა.
წიგნი უსასყიდლოდ ინგლისურ ენაზე ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ნიუ-იორკის მსოფლიოში ერთ-ერთმა უდიდესმა გამომცემლობამ, Nova Publissher-მა გამოსცა.
წიგნის იდეის ავტორი, პროექტის ხელმძღვანელი, შემდგენელი, ქართული ტექსტის რედაქტორი და შესავალი წერილის ავტორი მე გახლავართ.
წიგნში დაბეჭდილია მსოფლიოში ცნობილი მეცნიერების: ლუიჯი მაგაროტოს, ბერტ ბეინენის,სალი ნეველისა და ასევე აღიარებული ქართველი მეცნიერების: ელგუჯა ხინთიბიძის, გრივერ ფარულავას, ნოდარ ნათაძის, თამაზ ჭილაძის, მარიამ კარბელაშვილის, ლევან გიგინეიშვილის, ირმა რატიანის, მაკა ელბაქიძის, ნესტან სულავას… (სულ 24 ავტორი). წერილები არა მხოლოდ ,,ვეფხისტყაოსანსა’’ და რუსთაველზე, არამედ რუსთაველის წინარე ეპოქის ქართულ ფილოსოფიაზე, მწერლობასა და კულტურაზე, რამაც მყარი ნიადაგი მოუმზადა რუსთაველის ფენომენს… თითოეული წერილი არის ახალი, გამოუქვეყნებელი, რომლებიც ავტორებმა სპეციალურად დაწერეს აღნიშნული წიგნისათვის.
ქართულ-ინგლისური ტექსტის რედაქტორები არიან: რუსთაველის საზოგადოების მრჩეველი რუსთველოლოგიურ საკითხებში, აკადემიკოსი ელგუჯა ხინთიბიძე და რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, პროფესორი, მაკა ელბაქიძე.
მადლობა გამომცემლობა Nova Publissher-ის პრეზიდენტს, ნადია კულუმბუსს, რომელმაც უსასყიდლოდ გამოსცა ეს წიგნი.
წიგნი ამერიკული გამომცემლობის მიერ გადაეცა მსოფლიოს უდიდეს ბიბლიოთეკებს, ნობელის პრემიის ლაურეატებს, ასევე ორგანიზაციებს, როგორიცაა: გოეთეს, სერვანტესის, შექსპირის, დანტესა და სხვა.
AMAZON.COM-ზე ამჟამად იყიდება წიგნი.
წიგნი წარდგენილი იქნება 2018 წელს, ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე.
ქართული ტექსტი ინგლისურად თარგმნა მანანა დუმბაძემ. მადლობა, ქალბატონ მანანას, ასეთი რთული ტექსტის შესანიშნავი თარგმანისათვის“, – აღნიშნავს დავით შემოქმედელი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები