დმანისის მუნიციპალიტეტის სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

დმანისის მუნიციპალიტეტში არსებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის, საირიგაციო არხების აღდგენისა და განვითარების შესახებ იმსჯელეს შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა და მუნიციპალიტეტის მერმა კობა მურადაშვილმა მერიაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრის შემდეგ, მხარეები პანტიანის, ხორხორისა და მთისძირის წყალსაცავებზე იმყოფებოდნენ და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ.

როგორც „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა განაცხადა,ხორხორისა და მთისძირის წყალსაცავების რეაბილიტაცია ათეული წელია არ ჩატარებულა. მას შემდეგ, რაც მთლიანი მუნიციპალიტეტის ირიგაციის პროგრამა შემუშავდება და წყალსაცავები სრული დატვირთვით იმუშავებს, ჯამში 2000 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი იქნება უზრუნველყოფილი სარწყავი წყლით. წყალ უზრუნველყოფა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოსავლიანობის ზრდისა და მიწის რესურსების ზედმიწევნით ათვისებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მუნიციპალიტეტში სამელიორაციო სისტემების სრული რეაბილიტაციის შედეგად, ადგილობრივ ფერმერებს უფრო მეტი ხელშეწყობა ექნებათ მეურნეობების შექმნასა და განვითარებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები