მაია ბითაძე: გიგი წერეთელი და თინა ბოკუჩავა კვლავ განაგრძობენ ქვეყნისთვის ძირის გამოთხრას და უფრო მეტიც – ეუთოს სახელს იყენებენ საკუთარი აზრებისა და დეზინფორმაციის გავრცელებისთვის

„გიგი წერეთელი და თინა ბოკუჩავა კვლავ განაგრძობენ ქვეყნისთვის ძირის გამოთხრას და უფრო მეტიც! ეუთოს სახელს იყენებენ საკუთარი აზრებისა და დეზინფორმაციის გავრცელებისთვის,“- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, მათი ქმედება არის საქართველოს ღალატი.

„ანუ, გიგი წერეთელი და თინა ბოკუჩავა 2 დღეა ეუთოს კონფერენციის პარალელურად, დერეფნებში დადიან, საკუთარი პარტიის წევრებთან ერთად რაღაც მოითათბირეს და მთელ საქართველოს საკუთარ აზრებს ეუთოს გადაწყვეტილებად. თან ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეუთოს ფორმატში EPP ევროპის სახალხო პარტიას არანაირი ფორმალური მანდატი არ აქვს.

ეს ადამიანები, კვლავ განაგრძობენ საქართველოს ღალატს! კვლავ განაგრძობენ ქვეყნისთვის ძირის გამოთხრას და უფრო მეტიც! ეუთოს სახელს იყენებენ საკუთარი აზრებისა და დეზინფორმაციის გავრცელებისთვის! მაინტერესებს ეუთოს სახელის ასე გამოყენება ლეგალურია?! ამაზე უფიქრიათ? მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია არც სხდომაზე გაჟღერებულა და არც ეუთოს ოფიციალურ გვერდებზე არ მოიძებნება!“, – წერს ბითაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები