იონათამიშვილი – „იგლ ჰილსის“ პროექტზე: მიუხედავად იმისა, რომ კერძო სექტორში ყოფნის დროს ხაზარაძე დაკავებული იყო თაღლითობით, მან ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს კომერციული საიდუმლოება

“მიუხედავად იმისა, რომ კერძო სექტორში ყოფნის დროს ხაზარაძე დაკავებული იყო თაღლითობით და სახელმწიფო კრიმინალური რეკეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი იყო, მან ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს კომერციული საიდუმლოება”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

კერძოდ, დეპუტატი გამოეხმაურა მამუკა ხაზარაძის კრიტიკას „იგლ ჰილსის“ საინვესტიციო პროექტთან დაკავშირებით.

„ამ ყველაფრის ფონზე, როცა ის მაინც არ იშლის და სიცრუის ტირაჟირებით და ორმაგი სტანდარტით არის დაკავებული, ეს აჩვენებს მხოლოდ იმას, თუ როგორი ამორალური სახე აქვთ ამ ადამიანებს და რა დღეში ვარდებიან, როდესაც უცხო ძალების დავალებების შემსრულებლები ხდებიან. ფაქტია, რომ ისინი ებრძვიან ჩვენ სუვერენიტეტს, ქართული დემოკრატიას, ქართულ ეკონომიკას მაგრამ საბოლოო ჯამში მარცხდებიან“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები