“შესაძლებელია განკურნებაც ღვთის მადლით და მკვდრეთით აღდგომაც ჩვენი, თუ ჩვენ ამას მოვინდომებთ და გვექნება რწმენა, რომ ეს შესაძლებელია” – მეუფე შიო

სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიომ (მუჯირი) აღავლინა.

„არიან ადამიანები, რომლებიც თავის სულში ვერანაირ ცოდვას ვერ ხედავენ. ამას უწოდებენ სულიერ სიკვდილსაც, როცა ადამიანს სული მკვდარი აქვს და ამას ვერ აცნობიერებს. როგორ ვლინდება ეს – ადამიანი აკვირდება თავის თავს, მაგრამ ცოდვებს ვერ ხედავს. შესაძლებელია განკურნებაც ღვთის მადლით და მკვდრეთით აღდგომაც ჩვენი, თუ ჩვენ ამას მოვინდომებთ და გვექნება რწმენა, რომ ეს შესაძლებელია“, – განაცხადა მეუფემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები