დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მექსიკაში აშშ-ის დარტყმები მისთვის მისაღებია
ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზად იქნება მექსიკაში ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ სამხედრო დარტყმები განახორციელოს და ეს მისთვის მისაღებია.
მან თქვა, რომ აშშ-ის ბოლოდროინდელმა აკრძალვებმა საერთაშორისო წყლებში უკვე გადაარჩინა ამერიკელების სიცოცხლე და მიანიშნა, რომ ხმელეთზე მსგავსი ქმედებები შეიძლება, გამართლებული იყოს.
მან გამოხატა მზადყოფნა, სამხედრო ძალის გამოყენებით ჩაერიოს ნარკოოპერაციებში ხმელეთზე, მათ შორის, მექსიკასა და კოლუმბიაში.
“ჩვენ ვიცით მათი მისამართი. ჩვენ ყველაფერი ვიცით თითოეული მათგანის შესახებ“, – თქვა მან ნარკოკარტელის ლიდერების შესახებ.