ამირეჯიბის გზატკეცილზე მიმდინარე სამუშაოების გამო ღამის საათებში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე კლდოვანი ფერდის გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება, რის გამოც, 19 ნოემბრის 00:00-დან 06:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, კერძოდ, გადაადგილება შეიზღუდება ჭაბუა ამირეჯიბისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილების კვეთასთან არსებული გვირაბიდან მიხეილ თამარაშვილის გამზირამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.

„დროის აღნიშნულ მონაკვეთში ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ქაქუჩა ჩოლოყაშვილის გზატკეცილის, სულხან ცინცაძის ქუჩისა და მიხეილ თამარაშვილის გამზირის გამოყენებით.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!“, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები