“ჰერჩინსკის განცხადება ნაკარნახევია მსოფლიოში შექმნილი პოლიტიკური კონიუნქტურით, აღარც არავინ მალავს, რომ საქართველოს მონაწილეობა ამ ბრუტალურ დაპირისპირებაში გადაუდებელია, რასაც ვერ მიაღწიეს „ქართული ოცნების“ პირობებში” – ვოლსკი
“ჰერჩინსკის განცხადება ნაკარნახევია მსოფლიოში შექმნილი გარკვეული პოლიტიკური კონიუნქტურით და აღარც არავინ მალავს, რომ საქართველოს მონაწილეობა ამ ბრუტალურ დაპირისპირებაში გადაუდებელია, რასაც ვერ მიაღწიეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში”, – ამის შესახებ „ქრონიკას“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განუცხადა.
ვოლსკიმ ევროკავშირის ელჩის განცხადება შეაფასა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე უკრაინა და მოლდოვა საქართველოზე გაცილებით წინ არიან.
“კვლევები, რომლებიც დაფუძნებულია ციფრებზე, დაფუძნებულია ძალიან ბევრი ექსპერტის მონაცემსა და ანალიზზე, არის რეალური. ამას ვერ გადააკეთებ, ვერსად ვერ გაექცევი. არის კიდევ აღქმის ინდექსი, რითაც ალბათ უნდა ვიხელმძღვანელოთ, როდესაც ევროპის ამ ბიუროკრატიული სტრუქტურების შეფასებებს ვუსმენთ და ვუყურებთ“, – აღნიშნა ვოლსკიმ.