მაკა ბოჭორიშვილი ისრაელის სოფლის მეურნეობისა და სურსათის უსაფრთხოების მინისტრს შეხვდა

ისრაელის სახელმწიფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ისრაელის სახელმწიფოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის უსაფრთხოების მინისტრს, ავი დიხტერს შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ისრაელს შორის არსებულ მრავალწლიან პარტნიორობას სოფლის მეურნეობის სფეროში. მხარეებმა განიხილეს სოფლის მეურნეობის, ვაჭრობისა და ეკონომიკის მიმართულებით თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ასპექტები.

ყურადღება გამახვილდა, ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მიზნით გადასადგმელ ნაბიჯებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები