ვახტანგ ბერიძე, საქართველოს პარლამენტის წევრ ანზორ ბოლქვაძესთან ერთად ქედლებში ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო

ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, საქართველოს პარლამენტის წევრ ანზორ ბოლქვაძესთან ერთად ქედლებში ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო. ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ახალ ტურისტულ სივრცეში მოეწყობა გადასახედი, საფეხმავლო ბილიკები, გარე განათება, მოსასვენებელი სკამები, ფანჩატური.

“ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს სოფელ ქედლების ტურისტული პოტენციალის გაზრდას, ასევე ვიზიტორებისთვის კომფორტული გარემოს შექმნას.

მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ასევე, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები გაეცნენ,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები