ქართული სპორტული წყვილი – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა – ამერიკის გრან-პრის ვიცე-ჩემპიონია 

ნიუ-იორკში ფიგურული ციგურაობის ამერიკის გრან-პრი მიმდინარეობს.

სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას წყვილი ვიცე-ჩემპიონი გახდა.

“მოკლე პროგრამაში მათ 78,83 ქულა მიიღეს, თავისუფალ პროგრამაში – 116,90, ორი პროგრამის ჯამში კი 195,73 ქულა მოიპოვეს.

საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრები ტურნირზე სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფება”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები