კონსტიტუციის საყოველთაო სახალხო განხილვების საორგანიზაციო კომისია დამტკიცდა

80 მომხრე, ერთი წინააღმდეგი – პარლამენტმა კონსტიტუციის საყოველთაო სახალხო განხილვების საორგანიზაციო კომისიის შექმნას მხარი დაუჭირა. კომისიაში წარმოდგენილი იქნება ოპოზიციის სამი წარმომადგენელი, ორი ექსპერტი და ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.  კომისია ცხრა წევრით დაკომპლექტდება, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.
კომისია პირველ შეხვედრას 5 მაისს ქუთაისში გამართავს.
საკონსტიტუციო კომისიამ ცვლილებების პროექტს – სამუშაო ვერსიის მუხლებს და ალტერნატიულ წინადადებებს მხარი 22 აპრილს დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები