იან კელი: საქართველო პრესის თავისუფლების საკითხში დამსახურებულად არის მიჩნეული რეგიონულ ლიდერად

საქართველო პრესის თავისუფლების საკითხში დამსახურებულად არის მიჩნეული რეგიონულ ლიდერად, – ამის შესახებ აშშ-ს ელჩმა საქართველოში იან კელიმ პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განაცხადა.
​როგორც ელჩმა აღნიშნა, აშშ მედიის თავისუფლებას დემოკრატიული მმართველობის უმთავრეს ნაწილად მიიჩნევს.
„3 მაისს აღინიშნება პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღე. ამერიკის შეერთებული შტატები მედიის თავისუფლებას დემოკრატიული მმართველობის უმთავრეს ნაწილად მიიჩნევს. დემოკრატიული საზოგადოებები შეუმცდარები არ არიან, მაგრამ ისინი ანგარიშვალდებულნი არიან ხალხის წინაშე. აშშ-სა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში მედია არის აქტიური დებატების, საგამოძიებო ჟურნალისტიკისა და განსხვავებული მოსაზრებების გაზიარების პლატფორმა, განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც საზოგადოებაში მარგინალიზებულნი არიან ეს ყოველთვის კომფორტული არ არის, თუმცა მედიაპლურალიზმი პასუხისმგებლიანი მმართველობის განუყოფელი ნაწილია, რადგან იოს ქმნის გარემოს აზრთა მრავალფეროვნების გამოხატვისთვის. საქართველო პრესის თავისუფლების საკითხში დამსახურებულად არის მიჩნეული რეგიონულ ლიდერად. აშშ-ის სახელით, აღვნიშნავ ქართველი ჟურნალისტების წვლილს აზრთა მრავალფეროვნების უზრუნველყოფაში“, – აღნიშნა იან კელიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები