კახა კალაძე: არ არის გამორიცხული, რომ მოხდეს ბუნებრივი აირის ტარიფის გაძვირება

„გამორიცხული არ არის, რომ მოხდეს ბუნებრივი აირის ტარიფის გაძვირება“, – ამის შესახებ ვიცე პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ განაცხადა. თუმცა, ამასთანავე, აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე, მისთვის უცნობია, ბუნებრივი აირის ტარიფი გაძვირდება თუ არა.
„მოლოდინებს რაც შეეხება, დაველოდოთ, არ არის გამორიცხული, რომ მოხდეს ბუნებრივი აირის ტარიფის გაძვირება, თუ რამდენით, როგორ, ამაზე მარეგულირებელი კომისია მუშაობს და გვეცოდინება. შეიძლება, არც გაძვირდეს, ამიტომ დაველოდოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ გაზის სექტორში მოქმედმა კომპანიებმა ბუნებრივი აირის ტარიფის გადახედვის მოთხოვნით სემეკს დაახლოებით, 2 თვის წინ მიმართეს. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ, მათი სატარიფო განაცხადების საფუძველზე, საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები