ხმაური პლენარულ სხდომაზე – ირაკლი კობახიძე და სერგო რატიანი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ხმაური იყო. ერთმანეთს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანი დაუპირისპირდნენ. რატიანმა მმართველ გუნდს ახალი საარჩევნო სისტემის პროექტი დაუწუნა.
„საარჩევნო სისტემა, რომელიც შემოგვთავაზეთ, მეოცე საუკუნის დასაწყისში მუსოლინიმ შესთავაზა იტალიის პარლამენტს და მართალი გითხრათ, არსებობს შემეცნებითი ინტერესი იტალიელი ფაშისტების. ამ სისტემამდე, თქვენ მიხვედით აქამდე, თუ ისტორიას ჩახედავთ“,- განაცხადა სერგო რატიანმა.
კობახიძის განცხადებით კი, წინა ხელისუფლების მიერ დატოვებულ საარჩევნო სისტემას დემოკრატიული საარჩევნო სისტემით ცვლიან.
“მუსოლინის სისტემა თქვენ დაგვიტოვეთ მემკვიდრეობით და ჩვენ ამ სისტემას ვცვლით დემოკრატიული საარჩევნო სისტემით, ესაა ჩვენი პოლიტიკური ნება, ჩვენი ხელით ვჭრით იმ სისტემას, რომელიც დაგვიტოვა თქვენმა ხელისუფლებამ“, – განაცხადა კობახიძემ ოპოზიციონერი დეპუტატის მისამართით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები