აღდგომის დღეებში თბილისში 47 მოქალაქე საკვებით, 64 კი, ალკოჰოლით მოიწამლა
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, სამი დღის განმავლობაში, მხოლოდ თბილისში, 111 მოქალაქე კვებითი და ალკოჰოლური ინტოქსიკაციით სხვადასხვა საავადმყოფოში მოათავსეს.
როგორც „კვირას“ თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, 15-16-17 აპრილს, დედაქალაქის მასშტაბით, კვებითი ინტოქსიკაცია – 47 ადამიანს, ალკოჰოლური მოწამვლა კი 64 -ს აღენიშნებოდა.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში აღნიშნავენ, რომ იმ 64 მოქალაქეთაგან, რომლებსაც ალკოჰოლური ინტოქსიკაცია განუვითარდათ, ზოგიერთს სხვადასხვა სახის ფიზიკური ტრავმებიც აღენიშნებოდა. ექიმთა ბრიგადამ ცალკეულ შემთხვევებში, მოქალაქეებს სხვადასხვა დახმარება ადგილზეც აღმოუჩინა , მაგრამ ზემოთ აღნიშნულ პირებს, რომლებსაც ალკოჰოლური ინტოქსიკაციით მიღებული ჩივილები ან ძლიერი ტრავმები ჰქონდათ, ადგილზე აღმოჩენილი დახმარება არ ეყოფოდათ, ამიტომ მათი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო .
შეგახსენებთ, რომ ქრისტიანულმა სამყარომ 16 აპრილს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული იზეიმა.