ქურციკის პოპულაციის აღდგენა ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის  (WWF)  კავკასიის რეგიონალურ დირექტორთან, გიორგი სანადირაძესთან ერთად, ვაშლოვნის დაცულ ტერიტორიებზე იმყოფებოდა, სადაც  ქურციკის პოპულაციის აღდგენის პროგრამას ადგილზე გაეცნო. პროექტი  ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის   დახმარებით, 2013 წლიდან მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც 4 წლის განმავლობაში, აზერბაიჯანიდან 53 ქურციკი იქნა შემოყვანილი. გიგლა აგულაშვილმა  მიჯნის ყურეში არსებული ინფრასტრუქტურაც დაათვალიერა.

მინისტრმა სადგურ სამუხის ველის მესაზღვრეები, რომლებიც რეინჯერებს ტერიტორიების დაცვაში ეხმარებიან, მადლობის  სიგელებით დააჯილდოვა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები