„იმედის კლინიკის“ ტერიტორიაზე მრავალპროფილური პედიატრიული საავადმყოფო გაიხსნა

დიდ დიღომში, მირიან მეფის ქუჩაზე, სამშობიარო „იმედის კლინიკის” ტერიტორიაზე თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი, უმაღლესი კვალიფიკაციის ექიმებით დაკომპლექტებული მრავალპროფილური პედიატრიული საავადმყოფო გაიხსნა. აღნიშნულთან დაკავშირებით „იმედის კლინიკა” ინფორმაციას ავრცელებს.
„მოსახლეობას 24საათიან რეჟიმში მოემსახურება უახლესი აპარატურით აღჭურვილიკლინიკური ლაბორატორია! იწარმოებს ყველა ტიპის რენდგენოლოგიური კვლევები, როგორც ბავშვებისათვის, ასევე დანარჩენი მოსახლეობისათვის. „იმედის კლინიკის”პედიატრიული საავადმყოფო დაკომპლექტებულია ცნობილი ბავშვთა ექიმებით, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორებითა და პროფესორებით!
„იმედის კლინიკის” პედიატრიული საავადმყოფო მომხმარებელს შემდეგ სერვისებსმიაწვდის: გადაუდებელი სამედიცინო დახმარება (ემერჯენსი), ბავშვთა ქირურგია, ტრავმატოლოგია, ოტორინოლარინგოლოგია, უროლოგია, გინეკოლოგია, მოზრდილბავშვთა და ახალშობილთა რეანიმაცია, თერაპია და ნეონატოლოგია.
კლინიკაში მომსახურეობა გაეწევათ თვრამეტ წლამდე ასაკის ბავშვებს და იმოქმედებს,როგორც სახელმწიფო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, ასევე კერძო სადაზღვეოპაკეტები! სამშობიარო სახლი და პედიატრიული საავადმყოფო „იმედის კლინიკა” გაშლილია 135 საწოლზე. აქედან სამეანო გინეკოლოგია 70, ხოლო პედიატრია-ნეონატოლოგია 65 საწოლი. კლინიკაში დასაქმებულია 265 თანამშრომელი, მათ რიცხვში, სოციალურად დაუცველი 35. როგორც სამშობიარო სახლი, ასევე პედიატრიულისაავადმყოფო აღჭურვილია თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად!” – ნათქვამია „იმედის კლინიკის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები