გუგული მაღრაძე: საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები არ უნდა ეწეოდნენ, ისინი უნდა იძლეოდნენ კარგ მაგალითს

“საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები არ უნდა ეწეოდნენ, ისინი უნდა იძლეოდნენ კარგ მაგალითს, მოწევა კი არ არის კარგი მაგალითი,“- ასე ხსნის დეპუტატი გუგული მაღრაძე ფილმებში მოწევის კადრების აკრძალვის ინიციატივას.
დეპუტატი ამბობს, რომ ინიციატივა კადრის სრულად დაფარვას არ გულისხმობს. მას ამის მაგალითად თურქული ფილმები მოჰყავს.
,,თურქებმა გააკეთეს ასე, სიგარეტის ადგილზე ტუჩთან არის ყვავილი. ეს შეიძლება ცოტა კომიკური იყოს, მაგრამ მეორე მხრივ, არ აღძრავს დადებით დამოკიდებულებას სიგარეტის მწეველთა მიმართ სწორედ იმის გამო, რომ ცოტა სასაცილო შეიძლება იყოს და ირონიულიც. ჩემთვის უფრო მეტად მნიშვნელოვანია, არ მოეწონოთ მონიკა ბელუჩის მიერ მოწეული სიგარეტი და არ მიბაძონ მას,“- განაცხადა გუგული მაღრაძემ.
​პარლამენტმა “თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები