„დაზოგე წყალი” – კომპანია “gwp”-ის ოლიმპიადა დაიწყო

“დაზოგე წყალი” – კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ უპრეცედენტო ეროვნული საგანმანათლებლო კამპანია აქტიურად მიმდინარეობს. პროექტში მონაწილე 16 სკოლაში “gwp”-ის ოლიმპიადა დაიწყო. ოლიმპიადის ფარგლებში, “gwp”-ის და არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვის“ წარმომადგენლები შემეცნებით ტრენინგებს და ეკოვიქტორინებს ატარებენ.
​პროექტში მონაწილე ბავშვები წყლის რესურსის მნიშვნელობას და მის მდგრად მოხმარებას ეცნობიან. მიღებული ცოდნის შესაფასებლად, ეკოვიქტორინები ტარდება და თითოეული სკოლიდან ოლიმპიადაში მონაწილე გუნდი ჩამოყალიბდება.
​აღნიშნული საგანმანათლებლო ტრენინგების შემდეგ, “gwp”-ის ოლიმპიადის ფარგლებში, გუნდები ერთმანეთს წყლის დაზოგვის თემაზე სხვადასხვა აქტივობაში შეეჯიბრებიან და წყლის მდგრადი მოხმარების საინფორმაციო კამპანიას ჩაატარებენ. გამარჯვებული სკოლის გუნდი „ეკობანაკის“ საგზურით დაჯილდოვდება.
​აღნიშნული საპილოტე პროექტი წყლის რესურსის მდგრადი მოხმარების ეროვნული მასშტაბის კამპანიის საფუძველია. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ კამპანიას “დაზოგე წყალი” თბილისის დანარჩენ რაიონებშიც განახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები