მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე ანსამბლ „მზიურის“ ახალი წევრების შესარჩევად კონკურსს აცხადებს

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე ანსამბლ „მზიურის“ ახალი წევრების შესარჩევად ღია კონკურსს აცხადებს. კონკურსი ჩატარდება 9 აპრილს, 14:00 საათზე, 9-15 წლამდე გოგონებისთვის ეროვნული სასახლის ლექტორიუმში.
ეროვნულ სასახლეში ანსამბლ „მზიურის“ რებრენდინგის პროცესი მიმდინარეობს.
ანსამბლი “მზიური” სასახლეში 1971 წელს შეიქმნა და პირველი გამოჩენისთანავე მოიპოვა საყოველთაო აღიარება, არამარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. „მზიურელებმა“ განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ბავშვთა საესტრადო ხელოვნების განვითარებაში. „მზიურელებმა“ მონაწილეობა მიიღეს 25 მხატვრული და დოკუმენტური ფილმის გადაღებაში, დადგეს ოთხი მუსიკალური სპექტაკლი.
დაარსების დღიდან, ანსამბლის ხელმძღვანელია რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი გურამ ჯაიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები