გარემოს დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ გერმანელ სტუმრებს მყარი ნარჩენების სტრატეგია გააცნო

“​გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შემუშავებულია აქვს მყარი ნარჩენების მართვის სტრატეგია, ასევე, კანონი მყარი ნარჩენების მართვის შესახებ, რაც სრულად შესაბამისია ევროკავშირის კანონმდებლობის”, – ამის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა გერმანიის ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც ენერგეტიკის სამინისტროში გაიმართა.
​პავლიაშვილისვე თქმით, სამინისტრო მზადაა, ხელი შეუწყოს მყარი ნარჩენების გადამუშავებას და მნიშვნელობა არ აქვს, გადამუშავების შედეგად ქიმიური პროდუქტები (სასუქები) მიიღება თუ თბოენერგია.
​გერმანიის ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლების ოფიციალურ დელეგაციას საქართველოს პარლამენტის წევრი, ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტი რევაზ არველაძე მასპინძლობდა. დელეგაციის წევრებმა მნიშვნელოვანი წინადადებები წარმოადგინეს ელენერგიის შენახვის შესაძლებლობების, ნარჩენებისა გადამუშავებასა და ჩამდინარე (საყოფაცხოვრებო და საწარმო) წყლების გაწმენდის შესახებ. სტუმრები ენერგეტიკის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროების გარდა, თბილისის მერიისა და ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებსაც შეხვდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები