ნანა კაკაბაძე: „ციანიდის“ საქმე იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა

“ამ საქმეს არ უნდა ერქვას „ციანიდის“ საქმე, ეს იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა “, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე უფლებადამცველმა, ნანა კაკაბაძემ განაცხადა.
​კაკაბაძე მიიჩნევს, რომ მამა გიორგი საქმეში იყო ყველაზე დაბალი რგოლი და მას დამკვეთები ჰყავს. კაკაბაძისთვის გაუგებარია, გამოძიება რატომ შემოიფარგლა მხოლოდ დაბალი რგოლით. უფლებადამცველი „ციანიდის“ საქმეს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად აფასებს.
“ციანიდის“ საქმე ეს იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, მე მიკვირს, რატომ არ დაინტერესდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყველა იმ დეტალით, რაც საქმის ირგვლივ შეიძლება არსებობდეს. მამა გიორგი არ არის ის პირი, ვისაც უნდოდა პატრიარქის ტახტი, აქედან გამომდინარე, მას ჰყავდა დამკვეთები და მე მიკვირს, გამოძიება რატომ დაინტერესდა დაბალი რგოლით. შორენა თეთრუაშვილი არ წარმოადგენდა იმ ფიგურას, რომ ვინმეს მისი თანამდებობა სდომოდა, ამიტომ მე ვთვლი, რომ ეს იყო პატრიარქის წინააღმდეგ მიმართული“, – განაცხადა ნანა კაკაბაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ნანა კაკაბაძე იმ ჩანაწერებზეც აკეთებს აქცენტს, რომელიც პროკურატურის მიერ გავრცელდა. უფლებადამცველი დეტალებზე ამახვილებს ყურადღებას.
„ეს ამბავი, რომ საქართველოში მომხდარიყო, რაც მე ჩანაწერებიდან გავიგე, პასუხისმგებლობა მიმართული იქნებოდა ბიძინა ივანიშვილის და ხელისუფლების წინააღმდეგ, რადგან „ციანიდის“ საქმემდე ერთ-ერთმა ჟურნალისტმა დაწერა ფეისბუკზე, რომ ივანიშვილი თურმე ცუდად ლაპარაკობდა პატრიარქზე, ამით შექმნილი იყო წინა ფონი, რადგან ამან უკვე გაიჟღერა და ეს მოვლენა, რომ მართლაც მომხდარიყო, ეს დარტყმა წავიდოდა სწორედ ბიძინა ივანიშვილისკენ. ამ საქმის შემქმნელებმა ჩათვალეს, რომ ეს რომ აღესრულებინათ, ხელისუფლება იძულებული გახდებოდა, დაემალა პატრიარქის მოწამვლის ფაქტი. აქედან გამომდინარე, დაიგეგმა, რომ უნდა მომხდარიყო საერთაშორისო სკანდალი. საინტერესოა ასევე, რატომ იყო შერჩეული ციანიდი. იმიტომ, რომ ციანიდია სწორედ საწამლავი და ეს გამოიწვევდა დიდ და მასშტაბურ სკანდალს”, -განაცხადა ნანა კაკაბაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
​ნანა კაკაბაძე პროკურატურას დამკვეთების პოვნას სთხოვს.
“ეს ადამიანი ამბობს კადრებში, რომ ელოდებოდა თანხებს, მითითებებს. მე ვეკითხები გამოძიებას: სადაა ის ადამიანი, ვინც მას უკვეთავდა ამ ყველაფერს? მე მაინტერესებს, ვისგან იღებდა მამა გიორგი მამალაძე მითითებებს და სადაა ამ დროს ძიება, რას აკეთებს, რატომ არ გვაძლევს ამ კითხვებზე პასუხს. მე ვფიქრობ, რომ ამ შეთხვევაში, შორენა გადარჩენილია, მას ელოდებოდა ცოცხლად ჩაქოლვა. ციანიდი საჭმელზე უნდა მოყრილიყო, პატრიარქს კი შორენა აჭმევდა“, – განაცხადა ნანა კაკაბაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
​ნანა კაკაბაძე პატრიარქის დაცვის ყოფილ უფროსზეც აკეთებს აქცენტს და აცხადებს, რომ ოხანაშვილის პრობლემების დროს, პირდაპირ დგებოდა შორენა თეთრუაშვილის გათავისუფლების საკითხი.
„როცა ოხანაშვილის გათავისუფლების საკითხი დგებოდა, მამა პეტრე ცაავა იმ წამსვე აყენებდა შორენა თეთრუაშვილის გადაყენების საკითხს, პატრიარქი იძულებული ხდებოდა, ოხანაშვილი შეენარჩუნებინა, რადგან ის შორენას ვერ გაათავისუფლებდა, რადგან ის ხედავდა შორენას დამსახურებას“, – განაცხადა ნანა კაკაბაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები