დავით თევზაძე: რეზერვის დოკუმენტთან დაკავშირებით, საჭიროა უფრო ძირეული რეფორმა

“თავდაცვის სამინისტროს დოკუმენტი უნდა იყოს სტრატეგიული ხასიათის”, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით თევზაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
თევზაძე მიიჩნევს, რომ დოკუმენტი, რომელიც სარეზერვო რეფორმასთან დაკავშირებით შეიქმნა, უფრო მასშტაბური ხასიათის უნდა ყოფილიყო. რეზერვის შევსება, თევზაძის აზრით, პრობლემა არ არის, რადგან თევზაძე ფიქრობს, რომ სახელმწიფოს არ აქვს წარმოდგენა, რა ტიპის ომში მოუწევს ჩაბმა.
„სახელმწიფომ უნდა იცოდეს, რა ტიპის შეიარაღებულ კონფლიქტში მოუწევს ჩაბმა, რომ შემდეგ, ამის მიხედვით განახორციელოს რეფორმა. რეზერვის დოკუმენტთან დაკავშირებით, საჭიროა უფრო ძირეული რეფორმა, რადგან ჯერ არ ვიცით, რა და როგორ არის საჭირო. მე ვფიქრობ, რომ სტრატეგიული მიზანი შეიარაღებული ძალების გამოყენებისა ბუნდოვანია, რადგან თუ ჩვენ ვაპირებთ ომში ჩაბმას, ამ ომს გააჩნია დონეები. მე რომ სტრატეგიულად ვუყურო ამ სივრცეს, არის ერთი დონე, თუმცა შესაძლოა, სხვადასხვა ვითარებაში სხვადასხვა დონეებიც გამოჩნდეს“, – განაცხადა დავით თევზაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
​თევზაძე თვლის, რომ რეზერვის რეფორმის დროს საჭიროა როგორც სამხედრო ფონის, ასევე, პოლიტიკური ფონის გათვალისწინებაც, მისი აზრით, მოცემული დოკუმენტი რეზერვის განვითარების კონცეფციისთვის სრულყოფილი არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები