შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლას ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებიც შეძლებენ

ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები, ისევე როგორც საქართველოს მოქალაქეები, შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლას შეძლებენ. მათ საქართველოს ბიომეტრიული პასპორტი უნდა ჰქონდეთ. ამის შესახებ გამოცემა „სოვა“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, არა აქვს მნიშვნელობა, თუ რომელი ქვეყნის ტერიტორიიდან გადავა შენგენის ზონაში ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი.
ანუ თუ ადამიანს საქართველოს მოქალაქეობის გარდა, აქვს აზერბაიჯანის, რუსეთის, სომხეთის, თურქეთის ან სხვა რომელიმე ქვეყნის მოქალაქეობა, მას ქართული ბიომეტრიული პასპორტით ევროკავშირში ჩასვლა შუძლია.
ამასთანავე, აუცილებელია ისეთივე მოთხოვნების შესრულება, რაც საქართველოს მოქალაქეებისთვის მოქმედებს : ბიომეტრიული პასპორტი, უკან დასაბრუნებელი ბილეთი, ინფორმაცია საცხოვრებელი ადგილის შესახებ, (სასტუმროს ჯავშანი ან ევროკავშირში მყოფი პირის მისამართი), სამგზავრო დაზღვევა, ასევე ნაღდი ფული ან თანხა საბანკო ბარათზე.
ამ პირებს, ისევე, როგორც საქართველოს მოქალაქეებს, შენგენის ზონაში ყოფნა 90 დღის განმავლობაში შეუძლიათ. წესების დარღვევის შემთხვევაში, ეს პირები შენგენის საინფორმაციო სისტემის „შავ სიაში“ აღმოჩნდებიან.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები