ზვიად კვაჭანტირაძე: საქართველოს ხელისუფლება ისრაელის სახელმწიფოს ვერ უკარნახებს, რა გზითა და მეთოდით დაიცვას საკუთარი საზღვარი

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ზვიად კვაჭანტირაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ისრაელის სახელმწიფოს ვერ უკარნახებს, რა გზითა და მეთოდით დაიცვას საკუთარი საზღვარი. შესაბამისი კომენტარი დეპუტატმა ისრაელიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის შემდეგ გააკეთა.
როგორც კვაჭანტირაძემ აღნიშნა, მაისში საქართველოში ისრაელის სამთავრობო სტრუქტურების დელეგაცია ჩამოდის და მათთან განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იმ პრობლემის მოწესრიგება იქნება, რომელიც ამ მხრივ არსებობს.
“ჩვენ ვიცით, რომ პრობლემა არსებობს. ამაზე ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს. მეც, ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, როგორც კომიტეტის თავმჯდომარე, ჩაბმული ვარ ამ მიმართულებით ჩვენს კოლეგებთან ურთიერთობებში ისრაელის ქნესეთში. არ არსებობს ისეთი პრობლემა, რომლის გადალახვის უნარი ამ ორ სახელმწიფოს არ შესწევს“, – განაცხადა კვაჭანტირაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები