პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ ლატვიელ კოლეგას და მის მეუღლეს ლოპოტას ტბაზე უმასპინძლეს (ფოტოკოლაჟი)

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ ლატვიის პრეზიდენტსა და მის მეუღლეს ლოპოტას ტბაზე უმასპინძლეს და ლოპოტას ტბის კომპლექსი დაათვალიერეს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა და მათმა მეუღლეებმა ქართული ტრადიციული ადგილობრივი ქვევრის ღვინო დააგემოვნეს და შოთის პურის ცხობაში მიიღეს მონაწილეობა. ლოპოტას ტბაზე ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტის რაიმონდს ვეიონისისა და ქალბატონ ივეტა ვეიონისის პატივსაცემად მეგობრული სადილი გაიმართა. ლატვიის პრეზიდენტის რაიმონდს ვეიონისისა და მისი მეუღლის ივეტა ვეიონისის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დღეს დასრულდა. ლატვიის დელეგაცია საქართველოს ხვალ დატოვებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები