იან კელი: ნაადრევი ქორწინება გოგონებს მომავლის უფლებას ართმევს

საქართველში აშშ-ს ელჩმა იან კელიმ და USAID-ის მისიის დირექტორმა დაგლას ბოლმა დღეს, ქუთაისში, მონაწილეობა მიიღეს სამოქალაქო საზოგადოების მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში, რომელზეც ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბრეს.
იან კელის განცხადებით, ნაადრევი ქორწინება საკამოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს. „მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს მეტი ინფორმაცია და ცნობიერება ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებით, რადგანაც მსგავსი ფაქტები არის დანაშაული. იგი ართმევს გოგონებს მომავლის უფლებას. ამ შემთხვევაში, ეს არის წინაპირობა ძალადობისა მათ წინააღმდეგ. მოხარული ვარ, რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ასე ღიად მოაწყო ამ საკითხზე დისკუსია“, – განაცხადა იან კელიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები