“რუსეთს არც აქვს და არც უნდა ჰქონდეს იმედი, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს რაიმე დაემუქრება”

გაეროს უშიშროების საბჭოს პოზიციას განათლების მინისტრი, ვიცე-პრემიერი ალექსანდრე ჯეჯელავა გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რუსეთისთვის ეს არის გზავნილი, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა პრინციპულია.
როგორც ჯეჯელავამ აღნიშნა, რუსეთს არც აქვს და არც უნდა ჰქონდეს იმედი, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს რაიმე დაემუქრება.
„რუსეთისთვის ეს არის გზავნილი, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის პრინციპული პოზიცია და არჩევანი ამ საკითხთან დაკავშირებით არ შეიცვლება. რუსეთს არც აქვს და არც უნდა ჰქონდეს იმედი, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს რაიმე დაემუქრება. საქართველოს მოქალაქეებისთვის ეს არის პოზიტიური გზავნილი, რომ ჩვენ ჩვენი მუშაობა და ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ და აუცილებლად შევძლებთ, რომ საქართველო გაერთიანდეს“,- განაცხადა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ქმედებები კიდევ ერთხელ დაგმეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები