“ჩვენზეა დამოკიდებულია – შეგვიძლია, ძალიან დიდი სიკეთე ვნახოთ ვიზალიბერალიზაციით და შესაძლებელია ეს შანსები ხელიდან გავუშვათ”

“შეგვიძლია, ძალიან დიდი სიკეთე ვნახოთ ვიზალიბერალიზაციით და შესაძლებელია, ეს შანსები ხელიდან გავუშვათ – ეს ბევრ ჩვენგანზეა დამოკიდებული”, – ამის შესახებ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ თავმჯდომარემ, სიმონ ნოზაძემ განაცხადა.
დეპუტატმა მოსახლეობას ვიზალიბერალიზაცია მიულოცა და ფაქტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიული გამარჯვებაა, ეს არის ჩვენი სწორი გზის მაჩვენებელი. ვიზალიბერალიზაცია არის ძალიან დიდი და კარგი შესაძლებლობა, გავხდეთ გლობალიზაციის აქტიური მონაწილეები. ევროპული სტრუქტურები უკვე გვეხმარებიან. ინფრასტრუქტურის, ინსტიტუციონალური განვითარება ხდება მათი დახმარებით. ეს ყველაფერი უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება დავუახლოვდეთ განათლებით, მენტალურად, ჩვენი ცხოვრების წესით, ჩვენი საქმიანობით მათ. ჩვენმა მოქალაქეებმა ეს ყველაფერი სწორად უნდა გაიგონ. შეგვიძლია, ძალიან დიდი სიკეთე ვნახოთ ვიზალიბერალიზაციიდან გამომდინარე და შესაძლებელია, ეს შანსები ხელიდან გავუშვათ – ეს ბევრ ჩვენგანზეა დამოკიდებული. უნდა მოვიქცეთ ისე, როგორც ევროპაში იქცევიან. არ მინდა მენტორული ტონი გამომივიდეს და ჭკუის დარიგებას ჰგავდეს, მაგრამ ჩვენ აქტიურად უნდა ვეცადოთ ევროპული შესაძლებლობების გამოყენებას ჩვენი ეკონომიკისათვის, განათლებისათვის, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისათვის, იმ ღირებულებებისთვის, რომლითაც უნდა დავუახლოვდეთ ევროპას“, -განაცხადა სიმონ ნოზაძემ.
მისვე თქმით, საქართველოს პარტნიორი ქვეყნები აქტიურად ინტერესდებიან საქართველოს მიერ მოპოვებული ამ წარმატებით.
„უზბეკეთის ძალიან სერიოზული დელეგაციაა ჩამოსული, სენატის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ხელმძღვანელობით. ისინი აქტიურად ინტერესდებიან ჩვენი ამ მიღწევის გამოყენებით რამდენიმე სფეროში, მათ შორისაა ტრანზიტი – უნდათ, რომ ჩვენი პორტები აქტიურად გამოიყენონ, ჩვენი ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის გამოყენებით. როგორც უზბეკებმა აღნიშნეს, 23 მილიონ ტონა ხილი და ბოსტნეული მოჰყავთ, მათ აღნიშნეს, რომ შარშან გერმანიაში 60 ათასი ტონა ხილი და ბოსოტნეული გაიტანეს და მათ აინტერესებთ, არის თუ არა შესაძლებელი, რომ ხილის ნაწილი გადამუშავდეს აქ და საქართველოდან მიეწოდოს ევროპას, ცხადია, ეს ბევრ პროცედურასთანაა დაკავშირებული, თუმცა ფაქტია, დაინტერესება არსებობს“, -განაცხადა სიმონ ნოზაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები