გაეროს ექსპერტები პარლამენტში შეხვედრებს გამართავენ

დღეს, 29 მარტს, 11 საათზე, თბილისში, საქართველოს პარლამენტში, თამბაქოს კონტროლის საკითხებში გაეროს განვითარების ექსპერტები ენდრიუ ბლექი და ერდუგერ ტოკერი ქართველ კანონმდებლებს შეხვდებიან.
შეხვედრის მიზანია ქვეყანაში თამბაქოს ჩარჩო კონვენციის შესრულების კონტროლი. შეხვედრები, ასევე, გაიმართება აღმასრულებელი ხელისუფლების, კერძოდ, ჯანდაცვის და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე განიხილება, რამდენად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობა თამბაქოს ჩარჩო კონვენციას და უახლოეს პერიოდში რა ღონისძიებებია დაგეგმილი საერთაშორისო კონვენციასა და ქვეყნის კანონმდებლობას შორის შეუსაბამობების აღმოსაფხვრელად. გაეროს ექსპერტების შეხვედრები საქართველოში სამ დღეს გაგრძელდება.
ვიზიტი, სიმბოლურად, საქართველოში თამბაქოს საწინააღმდეგო ეროვნულ დღეს დაემთხვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები