დავით მესხიშვილი: სიკვდილიანობის მაჩვენებლით, ავტოსაგზაო შემთხვევებში საქართველო პირველ ადგილს იკავებს

“სიკვდილიანობის მაჩვენებლით, ავტოსაგზაო შემთხვევებში საქართველო პირველ ადგილს იკავებს”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით მესხიშვილმა განაცხადა.
მესხიშვილი იმ ვერსიებზე აკეთებს აქცენტს, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევების გახშირებას იწვევს და გასული თვეების სტატისტიკაც ასახელებს.
„ჩვენ არ გაგვითვალისწინებია ბევრი რეკომენდაცია, რასაც უცხოელი პარტნიორები გვაწვდიან საგზაო მოძრაობის წესებთან დაკავშირებით. საპატრულო პოლიცია ვეღარ ახერხებს ერთდროულად კრიმინალებსაც სდიოს და საგზაო მოძრაობის წესებიც დაიცვას, პრობლემაა აგრეთვე, მართვის მოწმობების გაცემაში, ხშირად მართვის მოწმობას იღებენ სრულიად უცოდინარი ადამიანები, რომლებიც მომზადებულნი არიან არაკვალიფიციური პედაგოგების მიერ.
იანვრის თვეში საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაიღუპა 42 ადამიანი. ჩვენ დამსახურებულ პირველ ადგილს ვიკავებთ ევროპაში და სიკვდილიანობის მაჩვენებლით, გავუსწარით მეზობელ რუსეთს და სომხეთსაც კი“, – განაცხადა დავით მესხიშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მანვე აღნიშნა, რომ საჭიროა საზოგადოების მეტი ინფორმირებულობა კანონში შეტანილი ცვლილებების შესახებ, მესხიშვილი ასევე მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ საპატრულო პოლიციამ, მიუხედავად მათი თავგანწირული მუშაობისა, უნდა გაიაროს გადამზადება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები