უშიშროების საბჭოს სხდომას პრემიერი და თავდაცვის მინისტრი დაესწრებიან

უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომას თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრებიან. რაც შეეხება სხვა მინისტრებს, რომლებიც უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრები არიან, ისინი საქართველოში არ იმყოფებიან.
უშიშროების საბჭოს წევრების ნაწილი დღეს საბჭოს სხდომაზე მისვლას არ აპირებს. ძირითადად, საუბარია პარლამენტის წევრებზე, რომლებიც ქუთაისში, პარლამენტის სხდომას ესწრებიან. სხდომაზე მხოლოდ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი მივა.
მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ მათი დღის წესრიგი წინასწარ იყო განსაზღვრული, ისინი დღევანდელ სესიაზე იმყოფებიან, შესაბამისად, ვერ ახერხებენ უშიშროების საბჭოს სხდომაზე ყოფნას.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის ინიციატივით, უშიშროების საბჭოს სხდომა დღეს, 17:00 საათზე გაიმართება. მსჯელობის საგანი იქნება ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის, შავი ზღვის უსაფრთხოებაში საქართველოს როლი და რეფორმები თავდაცვის სამინისტროში.
ასევე, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა ქვეყნის ეროვნული უშიშროების საკითხებთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები