ელჩი: ლონდონში განხორციელებული ტერაქტის შედეგად დაშავებულთა და დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან

ლონდონში განხორციელებული ტერაქტის შედეგად დაშავებულთა და დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან, – ამის შესახებ საქართველოს ელჩმა დიდ ბრიტანეთში თამარ ბერუჩაშვილმა “ქრონიკასთან” საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, საკონსულოში ამჟამად მოქმედებს 24-საათიანი ცხელი ხაზი, რომელზეც ლონდონში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკვა. ბერუჩაშვილის განცხადებით, ამ დრიოსთვის ცხელ ხაზზე ინფორმაცია არ შემოსულა.
ლონდონის ცენტრში ტერაქტი ცოტა ხნის წინ მოხდა, რის შედეგადაც, ამ დროის მონაცემებით, ერთი ქალი დაიღუპა, 12 კი დაშავდა. დაშავებულებს შორის 3 პოლიციელია. მთავრობამ მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები