გიორგი მღებრიშვილი: დამრღვევი მძღოლების მიმართ სანქციები გასამკაცრებელია

შინაგან საქმეთა მინისტრი თბილისში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 11 წლის გოგონას დაღუპვას ეხმაურება და ოჯახს უსამძიმრებს. როგორც გიორგი მღებრიშვილმა ბრიუსელში ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა,  დამრღვევი მძღოლების მიმართ სანქციები გასამკაცრებელია.
”ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას, ეს ნამდვილად ტრაგედიაა. მე ვფიქრობ, საკმაოდ გასამკაცრებელია სანქციები იმ დამრღვევი მძღოლების მიმართ, რომლებიც ასე დღისით, მზისით, ყველას თვალწინ უგულვებელყოფენ დადგენილ წესებს”, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები