„ევროპის კონსერვატორების და რეფორმატორების კავშირი“ „რუსთავი-2“-ის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის საქმესთან დაკავშირებით „ევროპის კონსერვატორების და რეფორმატორების კავშირი“ განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, იქიდან გამომდინარე, რომ საქმესთან დაკავშირებით იურიდიული პროცედურები დასრულებული არ არის და სტრასბურგის სასამართლო ამ საქმეს ახლაც განიხილავს, აღნიშნულ თემაზე გაკეთებული ნებისმიერი პოლიტიკური შინაარსის კომენტარი ამ საკითხის კიდევ უფრო პოლიტიზებას მოახდენს.
ამასთან, „ევროპის კონსერვატორების და რეფორმატორების კავშირი“ მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს ერთგულებას ევროპული ფასეულობების მიმართ და დარწმუნებულია, რომ საქართველოს მთავრობა მომავალშიც მხარს დაუჭერს მედიის პლურალიზმს და მის დამოუკიდებლობას.
„გვსურს გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა იმ დემოკრატიული პროცესის მიმართ, რომელსაც ადგილი აქვს საქართველოში, საქართველოს მთავრობამ და მოსახლეობამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის პროცესში, მათ შორის კანონის უზენაესობის, მედიის პლურალიზმის და სასამართლო სისტემის მხრივ. ამ წარმატებამ მოიტანა ის გადაწყვეტილება, რაც ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით მიიღო, რომლებიც მალე ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობას შეძლებენ. ​
​ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ქართული ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის საქმეს. ის საქართველოს სასამართლოების ყველა, სამივე ინსტანციის მიერ იყო განხილული და ახლა ეს საკითხი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში განიხილება. ვინაიდან იურიდიული პროცედურები დასრულებული არ არის და სტრასბურგის სასამართლო ამ საკითხს ახლაც განიხილავს, ამ საკითხზე გაკეთებული ნებისმიერი პოლიტიკური შინაარსის კომენტარი ამ საკითხის კიდევ უფრო პოლიტიზებას მოახდენს. ევროპის კონსერვატორების და რეფორმატორების კავშირი მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს ერთგულებას ევროპული ფასეულობების მიმართ და დარწმუნებულია, რომ საქართველოს მთავრობა მომავალშიც მხარს დაუჭერს მედიის პლურალიზმს და მის დამოუკიდებლობას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები