გიორგი მღებრიშვილი: დროა, დამთავრდეს ეს ისტერიკა

“დროა, დამთავრდეს ეს ისტერიკა!” -ასე გამოეხმაურა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ბოლო დროს ე.წ. ჩადებებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს.
როგორც მღებრიშვილმა ტელეკომპანია “იმედის” მიერ დასმული კითხვის პასუხად აღნიშნა, პოლიციელის მიერ ვინმესთვის რამის ჩადება არის მოგონილი და ამ ფაქტებისგან საქართველოს პოლიცია შორს არის.
“დროა, დამთავრდეს ის სრული ისტერიკა, რომელსაც საქართველოში თვალს ვადევნებთ. ჩვენ შორს ვართ იქიდან, რომ პოლიციელმა ვინმეს რამე ჩაუდოს. მე მექმნება შთაბეჭდილება, რომ ქვეყანაში დაცულია აბსოლუტურად ყველას უფლება, გარდა პოლიციელისა. უგულებელყოფილია უდანაშაულობის პრეზუმფცია, არ არსებობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის არანაირი სტანდარტი, როდესაც საქმე პოლიციელს ეხება. ყველას უფლებაა დაცული, გარდა პოლიციელისა. დროა, ეს ისტერიკა დასრულდეს, ეს კარგ შედეგებამდე არ მიგვიყვანს”, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები