ლატვიის სეიმის თავმჯდომარე ილია მეორეს: როდესაც თქვენ საუბრობთ საქართველოს ოკუპაციის შესახებ, ყველა გისმენთ

“როდესაც თქვენ საუბრობთ საქართველოს ოკუპაციის შესახებ, ყველა გისმენთ არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ უცხოეთშიც” , – ასე მიმართა საპატრიარქოში ლატვიის სეიმის თავმჯდომარემ, ინარა მურნიეცემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს.
​როგორც სეიმის თავმჯდომარემ აღნიშნა, ძალიან სამწუხაროა, რომ დღეისთვის გაყინული კონფლიქტები კიდევ აწუხებს საქართველოს.
”თქვენო უწმინდესობავ, დიდი პატივია ჩემთვის, რომ თქვენთან ვიმყოფებით. მახსოვს, ჩვენი პირველი შეხვედრა, იმიტომ, რომ ეს არის ის ადგილი, სადაც საქართველოს გული დევს. გისურვებთ ჯანმრთელობას, სიძლიერეს და ბევრ ბედნიერ დღეს და ამასვე ვუსურვებ მთელ საქართველოს. თქვენი როლი საქართველოში უაღრესად მნიშვნელოვანია. საერთოდ, საქართველოს ეკლესიის როლი არის განუზომლად მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ ის აერთიანებს მთელ ქვეყანას და თან წინ მიუძღვება მომავლისაკენ. როდესაც თქვენ საუბრობთ საქართველოს ოკუპაციის შესახებ, ყველა გისმენთ არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ უცხოეთშიც”, – განაცხადა შეხვედრაზე ლატვიის სეიმის თავმჯდომარემ.
​საპატრიარქოში სკანდინავიურ – ბალტიური რვიანის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებთან და ვიცე-სპიკერებთან შეხვედრა დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები