რატომ აღნიშნავენ ირანელები ნოვრუზის დღესასწაულს საქართველოში? (ვიდეო)

„ბი ბი სის“ რუსულმა სამსახურმა ირანელებზე სიუჟეტი მოამზადა, რომლებიც საქართველოში ნოვრუზის  დღესასწაულის აღსანიშნავად ჩამოდიან. სიუჟეტის მიხედვით, წელს ამ დღესასწაულის აღსანიშნავად საქართველოში ათასობით ირანელი ჩამოვიდა.
„მანამდე ჩვენ ნოვრუზს, ძირითადად, სომხეთში ან აზერბაიჯანში აღვნიშნავდით, მაგრამ, მას შემდეგ, რაც თბილისმა ირანელებს უვიზო მიმოსვლა დაუწესა, საქართველში ჩასვლა გვირჩევნია“, – ამბობენ საქართველოში მყოფი ირანელები.
ირანის მოქალაქეები ამბობენ, რომ „საქართველოში ისინი მეტ თავისუფლებას გრძნობენ, ვიდრე სამშობლოში“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები