გულიკო ზუმბაძე: მე ვერ ვხედავ გარე ვაჭრობის პრობლემის მოსაგვარებლად მერიის მხრიდან ზრუნვას

“ისეთი მტკივნეული თემები, როგორიცაა საცობები, გარევაჭრობები დღემდე სერიოზულ პრობლემად რჩება”, -ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, გულიკო ზუმბაძემ განაცხადა.
ზუმბაძეს მიაჩნია, რომ ქვეყანაში გარე ვაჭრობის საკითხის მოსაგვარებლად კონკრეტული პოლიტიკა არ არის შემუშავებული.
„გარე ვაჭრობის თემა მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილის პრობლემაა, ასობით ადამიანი დგას ქუჩაში და ვაჭრობს, მერიას უნდა შეეთავაზებინა ალტერნატიული ვარიანტი, თუ მათ აუკრძალავდა გარეთ ვაჭრობას. მე ვერ ვხედავ მერიაში ამ ტიპის ზრუნვას, არის მხოლოდ გაფრთხილებები, რომ თქვენ უნდა მიატოვოთ სამუშაო ადგილები. ეს არაა ზრუნვა. ამით ვზრუნავთ მხოლოდ იმ მოქალაქეებზე, ვისაც გარე ვაჭრობა დისკომფორტს უქმნის. მერიამ უნდა შეისწავლოს ის ადგილები, სადაც ხდება გარე ვაჭრობა, გააკეთოს ჩამონათვალი თუ რა სახის პროდუქციით შეიძლება აღნიშნულ ადგილებში ვაჭრობა“, – განაცხადა გულიკო ზუმბაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები